среда, 2 июля 2014 г.

ისტორიკოსი, მოვალეა... მეცნიერულად შეისწავლოს და გამოიკვლიოს ამა თუ იმ ერის წარსული... ის მეცნიერი, რომელიც მეცნიერების წინაშე თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს, იმავ დროს ქართველ საზოგადოებასაც სარგებლობას მოუტანს, იმიტომ, რომ ყოველ განათლებულ ეროვნებისათვის, რომელსაც თვითშემეცნება მოეპოვება, აუცილებლად საჭიროა იცოდეს თავისი წარსული საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორია; უნდა იცოდეს, რასაკვირველია, უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული, ყალბი.


                                             ივანე ჯავახიშვილი











სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.



                                    ილია ჭავჭავაძე








  უცოდინრობა  არ ცოდვააო…  
  მაგრამ მე, პირადად ეს ანდაზა არ მომწონს იმიტომ,  
 რომ კაცს გააბრიყვებს, და თუ უცოდრობით ერთხელ    საქმე გაუკეთდა,
 მაშინათვე უცოდინრობას გააღმერთებს… 
 თუნდა მიწყინოთ, მე ეს ანდაზა უნდა ასე გადავაკეთო: 
 უცოდინრობა დიდი ცოდვაა, მიუტევებელი ცოდვაა 
                                                                                        

                                                   ვაჟა-ფშაველა

                






"ქვისგან ადამიანის გამოკვეთა უფრო იოლია, 
ვიდრე ადამიანისგან პიროვნების გამოძერწვა ."                                                                                                                                            
                                                                       როდენი     





  • ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა.


                                                                                                        ილია ჭავჭავაძე





                                                  



  გაბრიელა მისტრალი

  მასწავლებლის ათი მცნება


1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.

4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.

5. იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.

6. სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალი არსებასავით.

7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, - რომ გასცე, უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.

9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.

                                                           (თარგმნა მანანა გიგინეიშვილმა)